კობახიძე: 16 დეკემბერი ისტორიული დღეა, ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შედის

“16 დეკემბერი ისტორიული დღეა, ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შედის”-ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, დოკუმენტის მთავარი მიღწევა ისაა, რომ სრულად იქნება გამორიცხული ავტოკრატიის განმეორება.

” 90-იან წლებში ჩვენი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ სხვადასხვა ხელისუფლებას ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბების საშუალება ეძლეოდა. სრულად საპარლამენტო მმართველობაზე გადავდივართ,რომელიც ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმად საყოველთაოდ არის აღიარებული.

2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემოღებული იქნება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა თავსებადი არ არის საპარლამენტო მმართველობასთან. ამის დასტური ეს საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

საპრეზიდენტო კანდიდატები პროგრამებით ვერ გამოდიდონენ და ხშირ შემთხვევაში ტყუილი დაპირებების გაცემა უწევდათ და არჩევნები კონცეტრირებული პიროვნულ თავდასხმებსა და შეურაცხუოფაზე იყო. ეს იმ ნონსესის გამოძახილი იყო, რასაც საპარლამენტო არჩევნებში პირდაპირი არჩევნების ჩატარება ჰქვია. ეს არასწორია და კარგია, რომ არაპირდაპირი წესით შემდეგი არჩევნები ჩატარფდება.

ძლიერდება ოპოზიცია, ჩვენს ქვეყანაში მაღალი სტანდარტით იქნება დაცული ადამიანის უფლებები, გაიზრდება სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები, ფართოვდება პროკურატურის დამოუკიდებლობა. ეს არის მცირე ჩამონათვალი, რაც 16 დეკემბერს ამოქმედდება. კონსტიტუციის ამოქმედებასთან ერთად რეგლამენტი ამოქმედდება, რომელიც პარლამენტმა მიიღო.

ახალი რეგლამენტი პარლამენტს ქმედით ბერკეტებს ანიჭებს, რათა განხორხორციელდეს ზედამხედველიბა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე. მთავრობის წევრების სხდომაზე დასწრების თვალსაზრისით პარლამენტის ბერკეტები ფართოვდება. ამ ყველაფერს პრაქტიკაში ვნახავთ, როცა ცვლილებები ამოქმედდება.

საპარლამენტო მმართველობის პირობებში პარლამენტი ძლიერდება და საკვანძო ორგანო ხდება ხელისუფლების დანაწილების სისტემაში. ეს არის გამოწვევა, რისთვისაც პარლამენტი მზად არის და ამის შედეგებს პრაქტიკაში ნახავთ. პარლამენტის საქმიანობაში მთელი რიგი ხარვეზები იყო, რაზეც ღიად ვსაუბრობდით, თუმცა ამავდროულად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად კონკრეტული გეგმა გვქონდა. ამაზე ვიმუშავეთ, ავსახეთ კონსტიტუციასა და რეგლამენტში. ამის შედეგებს საზოგადოება ძალიან მალე იხილავს”-განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად