კობახიძე: 100000-ზე მეტი ადამიანი იყო – ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა გრანდიოზული ღონისძიებით აღვნიშნეთ

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ძალიან მიხარია, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა გრანდიოზული ღონისძიებით აღვნიშნეთ. დღეს ნამდვილად უამრავმა ადამიანმა, ჩვენმა თანამოქალაქემ და “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გამოხატა ძალიან მყარი სურვილი, რომ საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდეს. ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენს მხარდაჭერებს, “ქართული ოცნების” დასავლური კურსის მხარდამჭერებს, რომ მოსულიყვნენ და დღეს თავისუფლების ზეიმი თავისუფლების მოედანზე ნამდვილად იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა მიზანი, რომ ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად შეგვეკრიბა. პროგრამა მინიმუმი 100 000 ადამიანი იყო, თუმცა ვხედავდით, რომ 100 000-ს ბევრად აჭარბებდა აქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობა. ეს იყო ჩვენი მიზანი და ეს მიზანი ზედმიწევნით შესრულდა” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს მმართველმა პარტიამ, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-მ დედაქალქში, თავისუფლების მოედანზე მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან ერთად, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საზეიმოდ აღნიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად