კობა სუბელიანი: “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოში თავის კადრებს ტენის

,,პირველად კვორუმი არ შეადგინეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და ჩააგდეს გომელაურის მოსმენა. აარიდეს მას უხერხული კითხვების მოსმენა და ასევე უხერხული პასუხების გაცემა.“-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა კობა სუბელიანმა ,,აიპრესთან“ საუბრისას.

მისი განმარტებით ,,საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ კანონპროექტი მნიშვნელოვანი თემაა, რომლის პუნქტებს ზედაპირულად ვერ გაივლიან.

,,დღეს ასე მოიფიქრეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის შემდეგ ჩასვეს მისი მოსმენა. გომელაურს რომ მოუსმინო ეს კანონი ზერელედ უნდა გადაირბინო და მიიღო. ამას არავინ აპირებს. თითოეულ პუნქტზე მინიმუმ 3-4 კითხვა არსებობს. სპეციალურად ქნეს ასე. იციან რომ ამ კანონს ჩვენ ასე ზერელედ ვერ გავუვლით. 

ეს შედეგად იწვევს იმას, რომ გომელაურისთვის დრო აღარ რჩება და ამჯერადაც გადაარჩინეს. არჩევანის წინაშე ვართ ახლა, ან ზერელედ გადავუაროთ კანონს და უცბად, სხაპასხუპით ავწიოთ ხელი, მერე გომელაურს მოვუსმინოთ. ან გომელაური გადავდოთ გვერდზე. 

ეს ძალიან მნიშნელოვანი კანონია. საკონსტიტუციო სასამართლოში ,,ქართული ოცნება“ ტენის თავის კადრებს, რომ ჯიბეში ჩაიდონ საკონსტიტუცო სასამართლო“-განაცხადა კობა სუბელიანმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენაა დაგეგმილი, რომელიც 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ამ დრომდე კანონპროექტის განხილვის გამო გომელაურს ანგარიში არ წარუდგენია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად