კობა სუბელიანი: ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ჩვეულებრივი მტერია

"ნაციოანლური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, კობა სუბელიანმა "აიპრესთან" განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხი გააღატაკა და ის ქვეყნის მტერია.

"ივანიშვილმა ქართველი ხალხი მოატყუა, არაფერი შეუსრულა, რასაც დაპირდა. პირიქით, გააღარიბა ხალხი, გააღატაკა. ფული აღარ ტრიალებს. ელემენტარული ვაჭრობაც კი განახევრდა. მაგალითად, ელიავას ბაზრობაზე ყველას გვაქვს შეხება, მივდივართ რაღაცას ვყიდლობთ. მაგალითისთვის, გეტყვით, ათი ცალი ვინტილი რომ იყიდებოდა, დღეს ერთი იყიდება. ყიდვის საშუალება აღარ აქვს ხალხს. 

ძალიან მარტივი საზომები არსებობს, დავინახოთ, რომ ელემენტარული ფული აღარ აქვს ხალხს პრობლემების მოსაგვარებლად. 

გაჩერდა ტენდერები, პროექტები. რკინიგზის შემოვლითი გზა რომ გაეგრძელებინათ და ბოლომდე დაემთავრებინათ ქალაქში ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა საცობების თვალსაზრისით. 

ასეთი მნიშვნელობის პროექტები გააჩერა. ქვეყნის ჩვეულებრივი მტერია. ამ წერილით კიდევ თვალში ნაცარს აყრის საზოგადოებას და ილუზიები აქვს, რომ კიდევ გაიხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას. მე კიდევ ძალიან ეჭვი მეპარება ამაში, რადგან ხალხი ვერ აიტანს",- განაცხადა სუბელიანმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად