კობა ნარჩემაშვილი „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის შესახებ: იდეალიზება ხდება ამ პერსონის, რაც სრულიად დაუშვებელია

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის” ფილიალზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ტვ „პირველის” ეთერში ისაუბრა.

„საგანგაშო, სახიფათო პრეცენდენტის შემცველია ზუგდიდის ფაქტი. შეუძლებელია არ მოგწონდეს და გიხაროდეს, რომ უვნებელი გადარჩა ყველა მძევალი, ახლა ჯერი სამართალდაცველებზეა.
ეს შემთხვევა შეიძლება წამახალისებელი აღმოჩნდეს კრიმინალისთვის, გარდა ამისა იდეალიზება ხდება ამ პერსონის, რაც სრულიად დაუშვებელია. ამ ადამიანისთვის ადეკვატური პასუხის გაცემა იქნება ამ ამბისთვის წერტილის დასმა. ძალიან ვგულშემატკივრობ სისტემას, რადგან ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს გაუხსნელი და უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელიც ასეთ საშინელ დანაშაულს ჩადის”, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად