კობა ნაყოფია: ვინც “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერების დაღუპვას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, არის ფსკერი!

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი კობა ნაყოფია გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმიანება და ამბობს, რომ ვინც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების დაღუპვის ამბავს პოლიტიკური მიზნისთვის იყენებს არის სამარცხვინო.

„ისიც კი არ ვიცი რა გითხრათ, ძალინ მებრძოლი, ძალიან ძლიერი და კარგი ადამიანები დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ამას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს არის სამარცხვინო! ჩვენ ახლა ვართ ჭირისუფლები და ამის სხვაგვარად გამოყენება არის ფსკერი“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ “მთავარ არხთან”.

შეგახსენებთ, გორთან ახლოს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე  ზუგდიდიდან “ნაცმოძრაობის” აქციაზე ჩამოსული მიკროავტობუსი, რომელიც თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა  ავარიაში მოჰყვა – დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავდა 11, რომლებიც გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად