კობა ნაყოფია: მელია გათავისუფლების შემდეგ ყველა პარტიასთან ინდივიდუალურ კონსულტაციას გეგმავს

მელია გათავისუფლების შემდეგ ყველა პარტიასთან ინდივიდუალურ კონსულტაციას გეგმავს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა ნაყოფიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომელიც ნიკა მელიასთან ციხეში იყო შესული.

“მელიას ასეთი გეგმა აქვს, რომ როდესაც ის გათავისუფლდება, ის პირველ რიგში შეხვდება პარტიის მმართველ რგოლს, პოლიტსაბჭოს, სადაც გაიმართება მსჯელობა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. შემდეგ ის აპირებს ცალ-ცალკე კონსულტაციას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, საპარლამენტო იქნება ის თუ არასაპარლამენტო. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რაც ეხება პარტიულ და მის მომავალს.

ამნისტიის კანონპროექტზე მან თქვა, რომ “ოცნებას” უნდა, რომ ვაღიარო თითქოს დანაშაული ჩავიდინეო, მაგრამ ეს გამორიცხულიაო. ეს “ოცნებამ” იმიტომ ჩაწერა, რომ ეს მიზნად ისახავს მელიას ციხეში ჩატოვებას. მელიას ამაზე არაფერი უთქვამს, უბრალოდ ჩვეული ღიმილი ჰქონდა. მან თქვა გააზრებულად, რომ მაგ თანხმობას ჩემგან ვერასდროს ვერ მიიღებენო”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...