კობა კობალაძე: ჩემი პრიორიტეტი ვეტერანების საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება

კობა კობალაძე, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობას ხვალიდან შეუდგება, – ამის შესახებ "აიპრესთან" კობალაძემ განაცხადა.

კობალაძის თქმით, ვეტერანების ინტეგრაციის პროცესი უნდა დაიწყოს.

"პრიორიტეტი იქნება ვეტერანებზე ზრუნვა და საზოგადოებრივ ჯგუფში ვეტერანთა ინტეგრირების პროცესი.

პრემიერმინისტრისგან კონკრეტული ამოცანები მაქვს მიღებული, გეგმის დამუშავებისთვის კი ვადა მაქვს მოცემული და ამის შემდეგ პრეზენტაციაზე დაგპატიჟებთ", – განაცხადა კობალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად