კობა კობალაძე: არავის ნება-სურვილის, ან დაკვეთის გამო არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება

“საკმაოდ პასუხისმგებლიანად ვცხოვრობ, მიცხოვრია და ვიქნები ესე, მეც და ჩემი ოჯახის თითოეული წევრი. აქედან გამომდინარე, თითოეულმა დაიწეროს გულის ფიცარზე, სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორნი და არც არავისი ნება-სურვილის, ან დაკვეთის გამო არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება”.

ამის შესახებ :ქართული ოცნების” დეპუტატმა კობა კობალაძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მის შვილს, დავით კობალაძეს  და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებს იარაღის გამოყენებით გიორგი ენდელაძეზე ძალადობას ედავება. ამ დრომდე ძებნაშია კიდევ ერთი პირი. ჯერჯერობით, ყველა დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად