კობა ხარშილაძე: “დასამალი არაფერია, ზურაბ ჟვანიამ პირადად შემომთავაზა”

"დასამალი არაფერი არ არის, ვარ 18 წლის ერთი გლდანელი ბიჭი ნუ ახლა ემოციებს ვერ მოგიყვებით, ისეთი ემოციები მქონდა, ზურამ მითხრა, რომ იმედია ძალიან არ შეგეშინდა და სისულელეს რამეს არ იზამო",-ამის შესახებ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სასამართლო პროცესი ხარშილაძის სიტყვით გამოსვლის დროს დახურული არ ყოფილა. პროცესი მას შემდეგ დაიხურა, რაც საქმეზე მეორე ბრალდებულმა მიხეილ ძაძამიამ სასამართლოსთვის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოისურვა.

ბრალდებულის ადვოკატი: საიდან იცოდით მისი ორიენტაციის შესახებ? ვინმემ მოგიყვათ?

საიდან ვიცოდი? ვიცოდი პირადად, მქონდა ამის შემოთავაზება.

ბრალდებულის ადვოკატი: ამის შემდეგ რატომ ჩერდებოდით ზურაბ ჟვანიას დაცვაში?

ამბავი იყო ასე, რომ ეს შეთავაზება მე მოვისმინე,  დასამალი არაფერი არ არის, ვარ 18 წლის ერთი გლდანელი ბიჭი… ნუ ახლა ემოციებს ვერ მოგიყვებით, ისეთი ემოციები მქონდა… ზურამ მითხრა, რომ იმედია ძალიან არ შეგეშინდა და სისულელეს რამეს არ იზამო. მეორე მესამე დღეს ისევ დამიბარა კაბინეტში და მითხრა, ხომ არ შეიცვალე აზრიო, მე ვუთხარი არა თქო",-განაცხადა სასამართლო პროცესზე ხარშილაძემ.

მიხეილ ძაძამიას და კობა ხარშილაძის ბრალდების საქმე სასამართლოში არსებითად განსახილველად წარიმართა ჯერ კიდევ 2014 წლის 17 სექტემბერს,  მიხეილ ძაძამიას და კობა ხარშილაძეს ბრალად ედებათ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება – მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად