კობა ხაბაზი: ჩვენ, ყველანი, ივანიშვილის რეჟიმის ბოლო დღეებს ვუყურებთ!

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ – ერთი ლიდერი კობა ხაბაზი, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეუერთდა, აცხადებს, რომ საპროტესტო ტალღა გაგრძელდება. ამის შესახებ მან “აიპრესს” განუცხადა.

მას მიაჩნია, რომ  ქვეყანაში მინდინარე მოვლენები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაზე მიუთითებს.

” ეს არ მომხდარა გუშინ, დაიწყო 2012 წელს, როდესაც საქართველოში პუტინის გეგმა განხორციელდა. პუტინმა მისი მარიონეტი მოიყვანა და 2012 წლის შემდეგ საქართველოს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება მართავს.

ქართველმა ხალხმა ბოლო იმედი დაკარგა, ეს არის პროპორციული არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა. ღრმად მწამს, რომ ქართველი ერი კოლაბორაციონისტულ ხელისუფლებას არ აიტანს. პუტინის მონა ხელისუფლებას ქართველი ხალხი არ აიტანს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ივანიშვილის რეჟიმის ბოლო დღეებს ვუყურებთ” – განაცხადა კობა ხაბაზმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად