კობა გვენეტაძე რომან გოცირიძეს: თქვენ რომ იყავით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 14%-მდე იყო ინფლაცია ასული

“თქვენ გინდათ მითხრათ, რომ მაშინ უფრო დიდი მიზეზები იყო, ვიდრე ახლა, როდესაც რუსეთიდან ფრენები შეწყდა და პანდემია დაიწყო?”

ასე მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საპარლამენტო ფრაქაცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის 2019 წლის მუშოაბის ანგარიში იქნა განხილული.

კობა გვენეტაძის განმარტებით, თუ დამატებითი კატაკლიზმები არ მოხდა, არსებული ვითარების გათვალისწინებით,  ორნიშნა ინფლაციის საფრთხე არ არსებობს.

„იმ სიტუაციაში, რაც დღეს გვაქვს, იქიდან გამომდინარე, თუ დამატებითი კატაკლიზმები არ მოხდა, არანაირი საფრთხე ორნიშნა ინფლაციისა, არ არსებობს. მგონი, თქვენ დროსაც იყო ორნიშნა ინფლაცია, თქვენ რომ იყავით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 14%-მდე იყო ინფლაცია ასული და ასეთი მაღალი ინფლაცია საქართველოში კარგა ხანია არ ყოფილა. მიზეზები არ დაილევა. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ მაშინ უფრო დიდი მიზეზები იყო, ვიდრე ახლა, როდესაც რუსეთიდან ფრენები შეწყდა და პანდემია დაიწყო? არ მგონია, ასეთი მიზეზები ყოფილიყო. ვიცი, რაც იყო მიზეზი. ამიტომ, სამწუხაროდ, ხდება, რომ ორნიშნა ინფლაცია შეიძლება არსებობდეს, თუმცა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, იმ ანალიზის საფუძველზე, რომელიც დღეს გვაქვს, საქართველოს ორნიშნიანი ინფლაცია არ ემუქრება“,- განაცადა  კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...