A1 ბანერი

კობა გვენეტაძე დეპუტატებს: TBC ბანკის პარლამენტში განხილვა არის გავლენის მოხდენა რეგულატორზე

“ეს არის გავლენის მოხდენა რეგულატორზე. რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვა ასეთ სიტუაციაში არ არის მართებული” – ასე მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არიან შეკრებილნი.

რასაც “ევროპული საქართველოს” წევრის, დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის რეპლიკა მოჰყვა და მიმართა კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას.

“როგორ ბედავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და გვასწავლის და გვკარნახობს, როგორ ვიმუშაოთ”, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოხსენების მოსმენა იყო დაგეგმილი ორ საკითხზე:

1. ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციების თაობაზე;

2. “თიბისი ბანკთან” დაკავშირებულ პროცესზე. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომ ისინი დღეს სხდომაზე არ მოვლენ.

ამავე კომიტეტზე დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...