კობა გვენეტაძე: ჩვენი მიდგომა არის სრულიად საფუძვლიანი და დამყარებული ანალიზზე

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს.

„ყველა ის ინფორმაცია, რომელიც იმ დროისთვის არსებობდა, არ მოასწავებდა იმას, რომ შესაძლებელია ინფლაციის აქსელერაცია მომხდარიყო.

აქედან გამომდინარე, რომ მიგვეღო გადაწყვეტილება გამკაცრების შესახებ ადრე, მერე ამას შესაძლოა ეკონომიკური ზრდის შემცირება მოჰყოლოდა და მერე ამაზე იქნებოდა კომენტარი, რომ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

ჩვენი მიდგომა არის სრულიად საფუძვლიანი და დამყარებული ანალიზზე. ვფიქრობთ, რომ გადაწყვტილებები მივიღეთ დროზე და უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღება საჭირო გახდა ეგზოგენური არამონეტარული ფაქტორების გამო.“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად