კობა დავითაშვილის მეუღლე: კობამ ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არ აპატია

კობა დავითაშვილის მეუღლე, ინგა ბიწაძე  „იმედის კვირასთან“ საუბარში ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ოჯახის პრობლემებს იხსენებს და ამბობს, რომ მაინც არ ნანობს, რომ მისმა ოჯახმა ეს გზა გაიარა.

დავითაშვილი იყო პოლიტიკოსი, რომელიც დასაწყისში სააკაშვილის თანამებრძოლი იყო, მას ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა და სიცოცხლის ბოლომდე ამ პოზიციას უერთგულა.

„მსხვერპლად არ თვლიდა თავს, თვლიდა რომ ყველას ვალია სამშობლოსთვის იღვაწოს. ასე რომ სიცოცხლეც არ დანანებია, რაც ჰქონდა ძვირფასი, ისიც არ დანანებია. თვითონ არ ეგონა თუ ასე მალე წავიდოდა თორემ კარგად დაწერდა ყველაფერს. სააკაშვილს არ აპატია და დანარჩენს ყველას აპატია. არ აპატია, როგორც მოექცა თავის ხალხს. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი მოდი შეურიგდი მეთქი, ისე გამიბრაზდა, ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. დანარჩენს ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა“, – ამბობსინგა  ბიწაძე.

კომენტარები
იტვირთება...