კობა დავითაშვილი: ძველ სამსახურში აღმადგინეს – პატრიოტთა ალიანსიდან წამლის ფულით უზრუნველმყვეს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის წერილს უკვე მოჰყვა გამოხმაურება.

“ყველას დიდი მადლობა ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისათვის. პოსტის გაზიარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის.

მტრებსაც თავშეკავებისთვის (მხოლოდ ერთი შემომიხტა). პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველმყვეს, ახლახან კი ძველი სამსახურიდან შემომეხმიანენ და სამსახურშიც აღმადგენენ. დაგლოცოთ ღმერთმა!” – წერს კობა დავითაშვილი.

შეგახსენებთ, კობა დავითაშვილიმა სოციალურ ქსელში დაწერა: თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად