A1 ბანერი

კობა დავითაშვილი: 6 წლის შემდეგ “ქართული ოცნება” იარსებებს საერთოდ? მე ეჭვი მეპარება

ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერმა კობა დავითაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გარდუსი” განაცხადა.

“სალომე ზურაბიშვილი არავისგან დავალებული არ იქნება. მოდით ღიად ვთქვათ, რომ ის არის ბოლო არჩეული პრეზიდენტი. მას ხელმეორედ არჩევნები არ უწევს. არც 4 წლის მერე და არც 6 წლის მერე, რა ვადითაც აირჩევენ. აქედან გამომდინარე იმას არავის წინაშე არანაირი ვალები არ აქვს. “ქართული ოცნება” როგორც მოღვაწეობს, იმ 6 წლის მერე “ქართული ოცნება” იარსებებს საერთოდ? ასეთი პოლიტიკური ძალა? მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ 6 წლის თავზე, როდესაც ვინმემ ვალი უნდა მოსთხოვოს სალომე ზურაბიშვილს, ეს ვალის მომთხოვნი სუბიექტი იარსებებს”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...