კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” აჭარის ტელევიზიაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარებასა და მიმდინარე პროცესებს, მეტიაკოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს. კოალიციის წევრი ორგანიზაციები, მაწყებელთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“2019 წლის აპრილიდან დღემდე ყოველდღიურად მტკიცდება ეჭვები არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მცდელობის შესახებ. დღეს კი არსებობს რეალური საფრთხე ახალმა არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ და მათ მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა შეცვალოს საშტატო ნუსხა და სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს თანამშრომელთა ნაწილი. ვფიქრობთ, რომ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და მოიცავს როგორც მედიის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს.

ჩვენ, კოალიციის წევრი ორგანიზაციები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში კვლავაც ჩავერთვებით და დავიცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, მეორეს მხრივ კი ჩვენ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ გამოხატვის თავისუფლების გარანტიების შენარჩუნებაში დახმარებას”,-ნათქვამია მედიაკოალიციის განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მედიაკლუბი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ღია საზოგადოების ფონდი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

სატელევიზიო ქსელი

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად