კნირში: როცა რუსეთი სავაჭრო თემების პოლიტიზირებას ახდენს, უნდა გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობა

„უნდა გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთი სავაჭრო თემების პოლიტიზირებას ახდენს“, – ამის შესახებ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ კნირშმა, ბათუმში მიმდინარე კონფერენციის „საქართველო – ევროპული გზა“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ამ კონფერენციაზე საქართველო თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად არის და ზუსტად შესაფერისი დროა, სიგნალი გაიგზავნოს, რომ აგრძელებს ევროპულ გზას. არის კონსოლიდირებული იმაში, რომ ევროპულ გზასთან დაკავშირებით საქართველოში კონსესუსია.

ევროპელი პარტნიორები კი მიიჩნევენ, რომ უფრო წინ უნდა წავიწიოთ. გვაქვს ასოცირების შეთანხმება, უნდა გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთი სავაჭრო თემების პოლიტიზირებას ახდენს“, – განაცხადა ჰუბერტ კნირშმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...