კლუბმა “საგარეჯომ” რუსული გუნდი დაამარცხა და ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

თბილისში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე კლუბმა "საგარეჯომ" ოქროს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონ კლუბში გიორგი გუგულაშვილი, ბექა შავდათუაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი კაციაშვილი, უშანგი მარგიანი, კობა მჭედლიშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ლევან მატიაშვილი ასპარეზობდნენ.

ფინალში რუსულ კლუბს ბექა შავდათუაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ლევან მატიაშვილი დაუპირისპირდნენ.

ბექა შავდათუაშვილმა და თამაზ კირაკოზაშვილმა შეხვედრები დათმეს, თუმცა ლაშა შავდათუაშვილმა, ბექა ღვინიაშვილმა და ლევან მატიაშვილმა გამარჯვება მოახერხეს და რუსები ანგარიშით 3-2 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად