კლინტონი: საშუალო და მოკლე დიაპაზონის რაკეტების შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლა პუტინისთვის საჩუქარია

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, დემოკრატიული პარტიის წევრმა ჰილარი კლინტონმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვტილება საშუალო და მოკლე დიაპაზონის რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან ქვეყნის გასვლის შესახებ.

მისი თქმით, ეს რუსეთის პრეზიდენტისთვის ვლადიმირ პუტინისთვის ნამდვილი საჩუქარია.

კლინტონის მოსაზრებით, იგი უფრო დიპლომატიურ მიდგომას გამონახავდა სიტუაციის რეგულირებისთვის. მისი თქმით, მოსკოვთან რაიმე სახის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა მოლაპარაკების გარეშე რეგიონში არაპროგნოზირებადი მოვლენების ზრდას იწვევს.

კლინტონი მიიჩნევს, რომ აშშ-ს რუსეთთან, საშუალო და მოკლე დიაპაზონის რაკეტების შესახებ შეთანხმების პირობების განხილვა ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაეწყო, როდესაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო. მისი თქმით, კრემლი თაღლითობს შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით და ტრამპმა, შეთანხმებიდან მოლაპარაკებების გარეშე გასვლით მოსკოვს საშუალება მისცა, პასუხი არ აგოს ჩადენილი დარღვევების გამო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად