კლინიკა „მედალფა“ Covid-19-სგან განკურნებულმა 82 წლის პაციენტმა დატოვა, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმე იყო

ბათუმის კლინიკა „მედალფა“ დატოვა 82 პაციენტმა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ყველაზე კრიტიკული იყო.
კლინიკა „მედალფას“ დირექტორი ამბობს, რომ პაციენტი კორონავირუსისგან სრულად განიკურნა, თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო ზედამხედველობა სჭირდება, ამიტომ სხვა კლინიკაში განათავსეს.

კლინიკა „მედალფას“ დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, რომელსაც საკონტროლო ტესტის შემდეგ ვირუსი არ დაუდასტურდა.
იმ ორ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობას კლინიკა „მედალფაში“ აგრძელებენ, დღეს ერთი ინფიცირებული დაემატა, რომელიც კარანტინში თბილისში იმყოფებოდა, იზოლაციის შემდეგ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ვინაიდან პაციენტი ბათუმის მკვიდრია, იგი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მედიკოსთა შეფასებით, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნება.
ამ დროისთვის „მედალფაში“ საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად