კლიმკინი: თუ რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნდება, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პაველ კლიმკინის განცხადებით, ოფიციალური კიევი შესაბამის რეაგირებას მოახდენს, თუ რუსული მხარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რაიმე პირობების შესრულების გარეშე დაბრუნდება. ინფორმაციას გამოცემა «Европейская правда» ავრცელებს.

მინისტრის თქმით, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეა საკუთარი თავის დისკრედიტაციას მოახდენს, ხოლო კიევს ორგანიზაციასთან დაკავშირებით “ფორმალური და თავაზიანი ჟესტები” არ ექნება.

“თუ რუსეთი რაიმე დათმობის გარეშე სასურველ ინდულგენციას მიიღებს, ჩვენი მიდგომა ევროპის საბჭოში უფრო პრაგმატული გახდება”, – განაცხადა კლინკინმა.

ამა წლის 14 მაისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა ევროპელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება არ დაუშვან.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციას ხმის მიცემის უფლება, 2014 წლის აპრილში, ყირიმის ანექსიის, ასევე დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში აგრესიის გამო ჩამოერთვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...