კლაუდია როთი: ძალიან ჩუმად ვიყავით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია

“ვფიქრობ, ძალიან ჩუმად ვიყავით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია”, – ამის შესახებ ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როთმა ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმის კონფერენციის ფარგლებში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი ის არის, რომ საქართველო მარტო არ არის. მე ვიგრძენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ მხარი დავუჭირო საქართველოს, რომ არ იქნას დავიწყებული საქართველოს რეალობა, რომელიც იმას ნიშნავს, რომ მისი 20% ოკუპირებულია.

ვფიქრობ, ძალიან ჩუმად ვიყავით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.

როდესაც გორში ჩავედი და როდესაც დავინახე ეს აწყობილი ღობეები, როდესაც დავინახე ეს მცოცავი ოკუპაცია და აგრესია, ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. პუტინი თუ ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს. მაშინ განისაზღვრა საზღვრები და ეს აბსოლუტურად განსხვავებული იყო იმისგან, რაც შემდეგ უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში მოხდა

უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ. უფრო ერთად უნდა ვიყოთ მეტი სასწავლო პროგრამებით, მეტი ERASMUS-ით, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესი, ეს ჩვენი ინტერესიც არის.“ – აცხადებს კლაუდია როთი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...