კლასიკური სტილით მოჭიდავეთა სამი ვერცხლის მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

ბუდაპეშტში მიმდინარე 23 წლამდელ კლასიკური სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე 55-63-77-82 კგ წონით კატეგორიებში გაირკვა მედლების მფლობელთა ვინაობა.

63 და 82 კგ წონით კატეგორიებში ფინალური შეხვედრები დათმეს და ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ ლევან ქავჟარაძე და გურამ ხეცურიანი.

130 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ზვიად პატარიძემ ირანელი ალიაკბარ ჰოსეინ იუსოფიაჰმადჩალთან შეხვედრა კი გუშინ მიღებული ტრავმის გამო ვერ შეძლო და ირანელი უბრძოლველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ზვიად პატარიძემ კი თავის მრავალრიცხოვან ტიტულებს ამჯერად მხოლოდ ვერცხლის მედალი შემატა.

2013 წ – ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი კადეტებში
2014 წ – ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი კადეტებში
2015 წ – ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებში
2016 წ – ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებში
2017 წ – ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებში, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი 23 წლამდელებში
2018 წ – ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი 23 წლამდელებში
2019 წ – ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი 23 წლამდელებში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად