“კლაკსვიკი” 6:1 “დინამო” – თბილისის “დინამომ” შეძლო ის, რასაც მისი გულშემატკივარი ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა

ფარერებზე ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მტჩში “კლაკსვიკი” თბილისის “დინამოს” მაპინძლობდა

შეხვედრის დაწყების წინ ძნელად თუ მოიძებნებოდა ფეხბურთის მოყვარული, რომელიც თამაშის მოგებას და პლეი-ოფში გასვლას “დინამოს” არ უწინასწარმეტყველებდა, ქართველი გულშემატკივარი კი “დინამოსგან” ამ მატჩი მოგების შემდეგ პლეი-ოფში გამარჯვებას და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას არცთუ უსაფუძვლოდ მოელოდა. ყოველ შემთხვევაში, ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად უფრო სუსტი მეტოქეებთან შეხვედრის მოლოდინი არც კი შეიძლებოდა რომ ვინმეს ჰქონოდა.

მატჩის მსვლელობამ აჩვენა, რომ ევროპალიგაზე მოასპარეზე გუნდებს შორის “კლასვიკზე” ბევრად სუსტი გუნდიც არსებობს და ეს გუნდი, ქართველ გულშემატკივართათვის უაღრესად სამწუხაროდ, თბილისის “დინამოა”

არ გვგონია, რომ მკითხველისთვის საინტერესო იქნება მატჩის მსვლელობის და გატანილი გოლების აღწერა. მოკლედ შეიძლება ვთქვათ: თბილისის “დინამომ” შეძლო ის, რასაც მისი გულშემატკივარი ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა: უსუსტეს გუნდთან დამარცხდა კატასტროფული ანგარიშით და კლუბის და ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად