კიზინგერი საარჩევნო შეთანხმებაზე: თალაკვაძე და სხვები იმსახურებენ დაფასებას გაწეული შრომისთვის

ამის შესახებ, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი “ტვიტერში” წერს, სადაც ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

” გულით ვულოცავ ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმების მიღწევას.

დემოკრატია მძიმე შრომას მოითხოვს, მაგრამ ამად ღირს. პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე და ბევრი სხვა გაწეული სამუშაოსთვის დაფასებას იმსახურებენ.

ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ.”-წერს კიზინგერი.

 

შეგახსენებთ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვერების მეოთხე რაუნდის შემდეგ, საარჩევნო მოდელზე შეთანხმება შედგა.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, დავით უსუფაშვილი ამბობს, საარჩევნო სისტემის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვერების მეოთხე რაუნდის შემდეგ განცხადება გააკეთეს მოლაპარაკებების ფასილიტატორებმაც, სადაც ვკითხულობთ ” შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად