კითხვაზე, ტიკარაძესთან შეხვედრისას ხომ არ იყო მინიშნება, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდეს, გიული ალასანია პასუხობს, რომ არა

კი, გამოცდილება ჩვენთანაც არის, მაგრამ ვიცი, რომ უფრო დიდი გამოცდილებაა გერმანიაში. მე, როგორც დედას, მირჩევნია იყოს იმ კლინიკაში, სადაც მეტი გამოცდილებაა, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ადამიანი აქ იმისთვის არ ჩამოსულა, რომ მერე სხვაგან წავიდეს სამკურნალოდ, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ გიულ ალასანიამ “გადაცემაში” რეაქციაში განაცხადა.

გადაცემის წამყვანის ინგა გრიგოლიას კითხვაზე, როდესაც ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა, ხომ არ იყო მისი მხრიდან მინიშნება, რომ თუ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას შეეშვება, შესაძლოა უფრო ლოიალური გადაწყვეტილება იყოს მის მიმართ? – რაზეც გიული ალასანია ასე პასუხობს:

“არა. ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ჩვენი თემა იყო ძირითადად ჯანმრთელობაზე საუბარი და რომ შეექმნება მას ყველანაირი პირობა, რომ თავი კარგად იგრძნოს. არ არის მარტივი 50 დღიანი შიმშლობა. ტეტჩერის დროინდელი ვითარება რომ ავიღოთ, ის აჯანყებული ირლანდიელები, რომლებიც შიმშილობდნენ, მათი დიდი ნაწილი 48-ე დღეს დაიღუპა. კი, გამოცდილება ჩვენთანაც არის, მაგრამ ვიცი, რომ უფრო დიდი გამოცდილებაა გერმანიაში. მე, როგორც დედას, მირჩევნია იყოს იმ კლინიკაში, სადაც მეტი გამოცდილებაა.

მე ვიცი, რომ ეს ადამიანი აქ იმისთვის არ ჩამოსულა, რომ მერე სხვაგან წავიდეს სამკურნალოდ. ჩამოვიდა იმისთვის, რომ აქ დარჩეს, მაგრამ ალბათ მასაც ესმის, რომ პირველ რიგში საჭიროა მისი რეაბილიტაცია”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კომენტარები
იტვირთება...