კირცხის რეაბილიტირებული სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

დღეს საზეიმოდ გაიხსნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული სოფელ კირცხის #1 საჯარო სკოლა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია,წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კირცხის საჯარო სკოლას ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) დაფინანსებით.

სკოლა სრულად რეაბილიტირდა სასწავლო ინფრასტრუქტურა და აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით, რის შედეგადაც 2000-მდე მოსწავლეს გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, 2014-2019 წლებში, სრული რეაბილიტაცია 91 საჯარო სკოლას ჩაუტარა საქართველოს ყველა რეგიონში, რომლის შედეგადაც სასწავლო გარემო 40,000-მდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. თითოეული სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად