კირკიტაძის ადვოკატი: გურჯაანის სასამართლოს მოსამართლემ განმარტა, რომ არ ეთანხმება სააპელაციოს გადაწყვეტილებას

გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით უსამართლოს უწოდებს ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი.

„მოსამართლემ წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო. მან განმარტება გააკეთა პროცესზე რომ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც პირდაპირ უთითებს რომ მიმალვისა და თავის არიდების საფრთხე ვერ იქნება მიჩნეული პატიმრობის გამოყენების საფუძვლად. დღეს გურჯაანის რაინონულმა სასამართლომ თქვა, რომ არ ეთანხმება სასამართლოს. სხვა რისკებთან დაკავშირებით ვერ გააკეთა მინიშნება, რადგან ფაქტობრივად მოისპო, არც სხვა დანაშაულზეა საუბარი და არც მოწმეთა ზემოქმედების საფრთხეზე, ვინაიდან ყველა მოწმე პოლიციელია. სასამართლომ თქვა, რომ დავით კირკიტაძე უნდა დარჩეს პატიმრობაში რადგან არსებობს მიმალვის საფრთხე”- განაცხადა კონდახაშვილმა.

ცნობისათვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 20 დეკემბერს კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...