A1 ბანერი

კირკიტაძის ადვოკატი: დღეს წარვადგენ მტკიცებულებებს, რაც მის პატიმრობაში დატოვების შანსს ნულოვანს გახდის

ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა დავით კირკიტაძის ადვოკატმა .გიორგი კონდახიშვული აცხადებს, რომ სასამართლოს დღეს ახალ მტკიცებულებებს წარუდგენს.

“მე დღეს სასამართლოს წარუდგენ ახალ მტკიცებულებებს და გარემოებებს, რაც ნულოვანს გახდის შანსს დავით კიტკიტაძის მიმართ ძალაში დარჩეს გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება- პატიმრობა.” განაცხადა კონდახიშვილმა

დავით კირკიტაძის ინტერესების დამცველს იმედი აქვს,რომ სასამართლო შეაფასებს წარდგენილ მტკიცებულებას და კირკიტაძეს დარბაზიდან გაათავისუფლებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...