კინოთეატრ „ამირანთან“ პოლიცია გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას ცდილობს (ფოტორეპორტაჟი)

კინოთეატრ „ამირანთან“ პოლიცია გზის სავალი ნაწილის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებას ცდილობს, რასაც მცირე დაპირისპირება მოყვა.

ამ წუთებში “ამირანში” ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება მიმდინარეობს.

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები კინოთეატრ „ამირანთან“ აქციას მართავენ და კინოთეატრში შესვლას ცდილობენ.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა ე.წ. პიროტექნიკა გამოიყენეს. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ასევე, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. თბილისის გარდა, საპროტესტო აქციები ასევე იმართება ბათუმში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად