კინოთეატრ “ამირანთან” 2 ადამიანი დააკავეს

კინოთეატრ “ამირანთან” 2 პირი დააკავეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაკავებული იყო სასულიერო პირი. თუმცა “აიპრესთან” შსს-მ არ დაადასტურა, სასულიერო პირის დაკავების შესახებ.

ამ წუთებში კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარედ ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები, რომლებიც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოთეატრში შესვლას ითხოვენ.

თუმცა,  “ქართული მარშისა” და ბიზნესმენ ლევან ვასაძის მომხრეებს არ აძლევს შესვლის საშუალებას პოლიცია.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 2
პირი დააკავა. დაკავებული არიან 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს
დაბადებული ნ.კ. ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ
ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.
აღნიშნული პირები პოლიციამ საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის
კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
კოსტავას გამზირზე პირველადი ინფორმაციით ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის
გამოყენების ფაქტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან
კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი
მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ
სამართალდარღვევის ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად