კინოთეატრ “ამირანში” ფილმ “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის პირველი სეანსი დასრულდა

პრემიერა საპიროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

შსს-მ საპროტესტო აქციაზე 11 ადამიანი დააკავა. ასევე, დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელია. მას სავარაუდო სახის არეში ქვა მოხდვა.

პრემიერიდან გამოსულ მაყურებელს აციის მონაწილეები შეძახილებით”სირცხვილია” აცილებენ.

შგახსნებთ, რომ “ამირანში” 22:00 საათზე მეორე სეანსი უნდა დაიწყოს.

ცნობისათვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია.

ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჩვენების ჩაშლას გეგმავენ, როგორც საპატრიარქოს ნაწილი, ისე “ქართული მარშის” წარმომადგენლები, რომლებიც აანონსებენ, რომ ამ ფილმის ჩვენებას ყველა კინოთეატრში ჩაშლიან.

ასევე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა:  გავწევთ პოლიციელებს, მაინც შევალთ კინოთეატრებში და ვთიშავთ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას.

საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო, ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ასევე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმ And then we danced-ის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ყველა ადამიანს მოუწოდებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენების ხელის შეშლისგან.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად