კინოთეატრ ”ამირანში” მაყურებელი პოლიციის დახმარებით შევიდა

კინოთეატრ „ამირანში“, რომლის შესასვლელთანაც აქცია იმართება, მაყურებელი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერაზე დასასწრებად, პოლიციის დახმარებით შედის. ასევე, სამართალდამცველებმა კონოთეატრ “ამირანთან” პოლიციის ავტომობილით აქციის 4 მონაწილე გაიყვანეს.

“ამირანთან”  “ქართული მარშის“ წარმომადგენლები კინოთეატრში შესვლას ცდილობენ.

აქციაზე ასევე რამდენჯერმე პიროტექნიკა გამოიყენეს. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ამირანში” პროტესტის მიუხედავად, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა უკვე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად