კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარედ პიროტექნიკას იყენებენ- ადგილზე ვითარება დაძაბულია (ფოტორეპორტაჟი)

კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარედ, სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერას აპრტესტებენ, აქციის მონაწილეები პიროტექნიკას იყენებენ. ადგილზე ვითარება დაძაბულია.

აქციის მონაწილეებს ხელში ხატები უჭირავთ.

ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი და სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

აქციის ზოგიერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის მიერ განთავსებულ რკინის ჯებირზე გადასვლას ცდილობს.

აქციაზე ერთ-ერთი ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, ქართულ-შვედური ფილმის სახელწოდებით – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება თბილისისა და ბათუმის 6-ს კინოთეატრში ერთდროულად იგეგმება.

 

საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია. ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად