კინოთეატრ “ამირანიდან” პოლიციის ავტომანქანით აქციის ოთხი მონაწილე გაიყვანეს

როგორც ჩვენი კორეპოდენტი შემთხვევის ადგილიდან აცხადებს, ამ წუთებში პოლიციის მანქანით აქციის ოთხი მონაწილე გადაიყვანეს.

სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა კონოთეატრ “ამირანთან”. საპატრულო პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ “ქართული მარშის” მომხრეები, თუმცა ვერ ახერხებენ.
ამავდროულად, შსს კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მერაბ კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 2 პირი დააკავა. დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.
აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
პირველადი ინფორმაციით, მერაბ კოსტავას გამზირზე ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად