კინოოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს

2018 წელს ზაზა ხალვაშის “ნამე” საქართველოს კანდიდატი ფილმი გახდა “ოსკარის” უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის.

ინფორმაციას „ჰოლივუდ რეპორტერი“ ავრცელებს. შველიძე იმ 842 ადამიანს შორის მოხვდა, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის ახალ წევრად აირჩიეს.

გიორგი შველიძესთან ერთად, აკადემიის ახალი წევრები გახდნენ ლედი გაგა, კლერ ფოი, ტომ ჰოლანდი და სხვები.

ამასთან, ქართული ფილმის, „ნამეს“ ოპერატორმა, გიორგი შველიძემ 2019 წლის დასაწყისში ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების (ASC Awards) ჯილდოც მიიღო. შველიძემ ჯილდო მოიპოვა კატეგორიაში, Spotlight Award.

წყარო საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად