Kinder Surprise-ის შემქმნელი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიაში, 83 წლის ასაკში უილიამ სალისი გარდაიცვალა, რომელმაც Kinder Surprise-ის კვერცხი შექმნა,-ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი Corriere Della Serra ავრცელებს.

იგი ხუთშაბათს, 29 დეკემბერს, ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. სალისი ინსულტის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებოდა. სალისი საკონდიტრო ჯგუფ „ფერეროს“ 1960 წელს შეუერთდა და მისი მფლობელის, მიშელ ფერეროს მარჯვენა ხელი გახდა.

1970-იან წლებში, მწარმოებლებმა მხოლოდ დღესასწაულის პერიოდში სააღდგომო კვერცხის შექმნა გადაწყვიტეს. სწორედ მაშინ გაჩნდა Kinder Surprise-ის შექმნის იდეა.

წარმატებამ არ დააყოვნა. ყოველ წელს, ფერეროს ჯგუფი დაახლოებით 100 მილიონ Kinder Surprise-ის კვერცხს ყიდის. 2007 სალისმა საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, კომპანია დატოვა. ხოლო „ფერეროს“ მფლობელი მიშელ ფერერო 2015 წლის 14 თებერვალს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...