კიმ ჩენ ინმა ილჰამ ალიევს რესპუბლიკის დღე მიულოცა

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე კიმ ჩენ ინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

AZERTAC-ის ცნობით, მისალოც წერილში ნათქვამია:
“კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის და ხალხის სახელით მე გულწრფელად ვულოცავ მეგობრული ქვეყნის მთავრობას და ხალხს აზერბაიჯანის ნაციონალურ დღესასწაულს – რესპუბლიკის დღეს.
 
დარწმუნებული ვარ, რომ კორეას და აზერბაიჯანს შორის არსებული ღრმა ისტორიის მქონე მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მომავალშიც ორივე ხალხის ნების და სურვილის შესაბამისად განვითარდება. გისურვებთ თქვენ და თქვენ ხალხს დიდ წარმატებებს თქვენ მუშაობაში აზერბაიჯანის საკეთილდღეოდ”
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად