კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეაში მიიწვია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფხენიანში მიიწვია. ინფორმაციას სამხრეთ კორეული გამოცემა Chosun Ilbo წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწვევის შესახებ საუბარი იყო წერილში, რომელიც დონალდ ტრამპს აგვისტოში გადაეცა.

გარდა ამისა, შეტყობინებაში, კიმ ჩენ ინმა ამერიკის ლიდერს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების განახლება შესთავაზა.

ამერიკის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სურვილს დათანხმდა, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი   გაიმართოს. მისი თქმით, კიმ ჩენ ინმა მას “ძალიან კეთილი” წერილი გაუგზავნა.

ორი ქვეყნის ლიდერებს შორის წინა მოლაპარაკებები 2019 წლის 27-28 თებერვალს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გაიმართა და გრაფიკით გათვალისწინებული ორი საათით ადრე დასრულდა  მხარეებმა კონკრეტულ შეთანხმებებს ვერ მიაღწიეს და ერთობლივ განცხადებას ხელი არ მოაწერეს. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მას შემდგომი თანამშრომლობის იმედი აქვს და ბირთვული განიარაღების თაობაზე კოლეგის დაპირებების სჯერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად