კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეაში ახალი ”უტოპიური ქალაქი” გახსნა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამჟიონის ოლქში ახალი ქალაქის გახსნას დაესწრო. ახალი ამბების სააგენტო Xinhua კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ ცერემონიალი პექტუს წმინდა მთის მახლობლად გაიმართა.

ეს რესპუბლიკაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამშენებლო პროექტია.  ქვეყნის ყოფილი მეთაურის, ჩრდილოეთ კორის ამჟამინდელი ლიდერის, კიმ ჩენ ინის მამის ქანდაკებას ქალაქში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია.

კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ახალ ქალაქს სოციალიზმის ქვეშ შექმნილ “უტოპიას” და “თანამედროვე ცივილიზაციას”  უწოდებს.

ქალაქში, რომელსაც სამჟიონი ჰქვია, ახალი საცხოვრებელი კორპუსები, სასტუმროები, სამედიცინო და კულტურული დაწესებულებები აშენდა. ასევე ის სათხილამურო კურორტიცაა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქში ცხოვრებას 4 ათასი ოჯახი შეძლებს; “ასობით ჰექტარზე” 380 კვარტალია.

პორტალი NK News-ი იუწყება, რომ ახალი ქალაქის მშენებლობაში კიმ ჩენ ინი აქტიურად მონაწილეობდა. კერძოდ, მედიის თანახმად, მან არა მხოლოდ მშენებლობის პროცესში, ასევე დიზაინშიც მიიღო მონაწილეობა და უამინდობის მიუხედავად, მშენებლობას რეგულარულად ათვალიერებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად