კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა გააგრძელებს ბირთვული საშუალებების გაძლიერებას

ჩრდილოეთ კორეა გააგრძელებს ბირთვული შემაკავებელი საშუალებების გაძლიერებასა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, რომელიც სიტყვით გამოვიდა კორეის მშრომელთა პარტიის (TPK) VIII კონგრესის დახურვაზე.

“გავაძლიერებთ ჩვენს ბირთვულ შემაკავებელ ძალებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევქმნათ ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები”, – აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს მეთაურმა. “ისინი მზად უნდა იყვნენ საფრთხეებისა და მოულოდნელი სიტუაციების დასაძლევად”, – აღნიშნა მან. იგი აგრეთვე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არის ჩრდილოეთ კორეის მთავარი მტერი.

კიმ ჩენ ინმა, ასევე, მოითხოვა ბრძოლა კონგრესის დროს მიღებული ქვეყნის ხუთწლიანი ეკონომიკური განვითარების გეგმის განსახორციელებლად. “სოციალისტური მიღწევების მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შესრულდება კონგრესის გადაწყვეტილებები, მათ შორის ხუთწლიანი გეგმა”, – აღნიშნა მან.

ქვეყნის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს კორეის მუშათა პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე ერთხმად არჩევისთვის და აღნიშნა, რომ მას დიდი პატივი ერგო წილად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად