კილიან მბაპე კორონავირუსზე ტესტირების პასუხს ელოდება

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი lequipe აქვეყნებს

პორტალის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსმელს, რომელიც ყელის ტკივილს უჩიოდა და ამის გამო ორი დღით გამოტოვა ვარჯიშები, ტესტირება ჩაუტარდა, რათა დადგენილიყო, ხომ არ დაინფიცირდა ის კორონავირუსით.
წინასწარი კვლევებით ფეხბურთელს სტენოკარდია აქვს. თავის დაზღვევის მიზნით  კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირების  პასუხი კი დღეს გვიან საღამოს ან ხვალ დილით იქნება ცნობილი.
 
მოელიან, რომ პასუხი უარყოფითი იქნება და დადასტურდება პირველი დიაგნოზი სტენოკარდიის შესახებ.
ამ სეზონში მბაპემ 32 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირში და მის ანგარიშზე 30 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა
 
მისი მონაწილეობა ხვალინდელ მატჩში დორტმუნდის “ბორუსიასთან”, რომელიც ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდება, ძალზე სათუოა ანალიზის შედეგის მიუხედავად.
 
შეგახსენებთ, რომ პირველი მერვედფინალური შეხვედრა “ბორუსიამ” 2:1 მოიგო
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ .
კომენტარები
იტვირთება...