კილაძე: უმეტესწილად, არ გამართლდა NDI-ის შედეგი, კვლევას ატარებს CRRC, რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია ენმ-თან

ამის შესახებ პარლამენტის ადმიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ძალიან ხშირად და უმეტესწილად, არ გამართლდა NDI-ის შედეგი. ეს არის მოცემულობა და ფაქტობრივად ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ ვნახულობთ კვლევას, არასდროს არ ემთხვევა იმ არჩევანს, რომელსაც ქართველი ხალხი აკეთებს. ქართველი ხალხი აკეთებს დემოკრატიულ არჩევნებში აფიქსირებს თავის აზრს.

კვლევებს თავად NDI არ ატარებს. კვლევას ატარებს CRRC, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციონალური მოძრაობასთან. ეს არ არის ახალი ამბავი და ამის შესახებ ძალიან ბევრჯერ იყო საუბარი”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად