კილაძე: უამრავი მშობელი და ბავშვი ვერ იგებს, რა წერია სკოლის სახელმძღვანელოებში

უამრავი მშობელი და ბავშვი ვერ იგებს, რა წერია სკოლის სახელმძღვანელოებში,-ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

“მე ვახმოვანებ ძალიან ბევრი ადამიანის კითხვას სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, რაც წლების განმავლობაში პრობლემა იყო და უამრავ მშობელსა და ბავშვს აწუხებს. ჩემთან, როგორც მაჟორიტარ დეპუტატთან და კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბევრი ადამიანი მოდის, ფაქტობრივად ვერ გებულობენ, რა წერია ამ სახელმძღვანელოებში.

ჩვენ თუ ხარისხიანი განათლება გვინდა, ბუნებრივია, პედაგოგებთან ერთად ხარისხიანი სახელმძღვანელოები უნდა გვქონდეს. რას გეგმავთ ამ კუთხით და როდის იქნება ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგი, როცა ჩვენი ბავშვები გაიგებენ, რა წერია სახელმძღვანელოებში და ეს სახელმძღვანელო მათ კრიტიკულ აზროვნებას განუვითარებს“, – მიმართა მიხეილ ბატიაშვილს სოფო კილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად