კილაძე რ2-ის საქმეზე: მოდაში შემოვიდა ხან მედიის ხანაც პოლიტიკის უკან ამოფარება

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ, „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის დამძიმების შესახებ კომენტირებისას ჟურნალისტებს განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლოს დროს მოდაშია მედიის და პოლიტიკის უკან ამოფარება იმისათვის, რომ დანაშაულს აარიდოს ადამიანმა თავი. მისივე თქმით, საჭიროა გამოძიება და თუ საუბარია იმაზე, რომ ადამიანი დამნაშავეა, ამისათვის საჭიროა მტკიცებულებების წარმოდგენა.

“სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, მოდაში შემოვიდა ხან მედიის ხანაც პოლიტიკის უკან ამოფარება. მე მგონია, რომ თუ არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, ამას ბუნებრივია, სამართლებრივი ნაბიჯები უნდა მოყვეს, შეფასება იმის, ჩაიდინა თუ არა პირმა დანაშაული, ეს არის ცალსახა მტკიცებულებების საქმე, ამიტომ ამ სიტუაციის პოლიტიზირება ცალსახად მიუღებელია”, – განცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს. ნიკა გვარამიას გარდა ბრალდების დადგენილება გამოტანილია არხის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიას და “ინტერმედია პლუსის” დირექტორის ზურაბ იაშვილის მიმართაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...