კილაძე თადუმაძეზე: სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორი ბულინგისა და შეტევის მსხვერპლია

 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, ქვეყნის მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე ის პიროვნებაა, რომელიც თავისი მონაცემებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით იმ დადგენილ კრიტერიუმებს შეესაბამება, რაც აუცილებელი იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატურის წარსადგენად.

როგორც სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას შეესაბამება, თუმცა, სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორი ბულინგისა და შეტევის მსხვერპლია.

“ეს გამიზნულად ხდება, როგორც ხდება ხოლმე კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანების მიმართ”  – განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატს,  მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძეს 5 საათი უსმენდნენ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...