A1 ბანერი

კილაძე: სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მშობლის თანხმობით

ამის შესახე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემა სოფო კილაძემ, ბავშვის უფლებების კოდექსის პირველი მოსმენით განიხილავაზე განაცხადა, რომელსაც ბავშვის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და სასულიერო პირები ესწრებიან

“ბავშვის კოდექსის შექმნა დავიწყეთ იმ  იდეით, რომ ამ ბავშვებს პირველ რიგში შევაყვაროთ ჩვენი სამშობლო, მისი ენა, კულტურა, ტრადიციები. ამ კოდექსის შექმნა დავიწყეთ იმ იდეით, რომ ჩვენ ბავშვები დავიცვათ სიღარიბისგან, ძალადობისგან, მავნე ზეგავლენისგან, რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით ძალიან ჭარბად მოედინება ინტერნეტიდან, მედიიდან, აზარტული თამაშებიდან, ნარკოტიკებიდან. და ა. შ.  ეს კოდექსი დავიწყე იმ იდეით, რასაც ჰქვია ჩვენი ბავშვების აღზრდა დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

სამწუხაროდ, ვიწრო ჯგუფის მიერ მოხდა საზოგადოებისთვის და ასევე ეკლესიის ნაწილისთვის ამ კოდექსის ძირითადი იდეის არასწორად მიწოდება. თითქოს, ჩვენ, ბავშვებს ვართმევდეთ ოჯახებს, სახლებში უვარდებოდეთ, ვაკანონებდეთ გარყვნილებას და შემოგვქონდეს რაღაცა სექსუალური აღზრდის გაკვეთილები და ვაძულებდეთ ჩვენ ბავშვებს საკუთარ სამშობლოს, ენას და ტრადიციებს.

ჩემო მეგობრებო, სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ამ კოდექსით, საქართველოში, ჩვენს კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა სამშობლო და ის, რომ ჩვენი ბავშვები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, კულტურული ტრადიციების სიყვარულით აღვზარდოთ.

ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე ის, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში… ყველა რელიგიურ კონფესიას  ექნება უფლება ჩაერთოს თუ ამას ოჯახი მოითხოვს, კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. უბრალოდ მინდა ვკითხო საზოგადოებას, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული?! რა თქმა უნდა არ შეიძლება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...