კილაძე: ყოფილმა ქმარმა ჩემზე ფსიქოლოგიურად იძალადა, ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ

გუშინ , სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია რომ საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ წევრზე ქმარმა იძალადა. როგორც აღმოჩნდა, ქალი, რომელზე ყოფილმა ქმარმა, იძალადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეა.

ავთანდილ ხარაძეს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

“დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. ამასთანავე, მე ვუფრთხილდები  გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემ არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტრესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ, არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, თუ აქვთ ნანახი შემაკავებელი ორდერი, იქ იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობა,” – განუცხადა სოფიო კილაძემ “კურიერს.”

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად